"მთაწმინდის პარკი" მდებარეობს მთაწმინდის მთაზე. 1930 – იან წლებში მთას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, ფერდობებზე გააშენეს ტყე და შეიქმნა "სტალინის სახელობის დასვენების პარკი".


თანამედროვე "მთაწმინდის პარკი" გადაშლილია 100 ჰექტარზე, ზღვის დონიდან 770 მეტრზე. ეს ყველაზე მაღალი წერტილია თბილისში. მთაწმინდაზე განლაგებულია ქალაქში ყველაზე კარგი სამზერი მოედნები. პარკში ასვლა შესაძლებელია ფუნიკულიორით.


პარკის ტერიტორიაზე განლაგებულია ატრაქციონები, კაფე. მაღაზიები, გასართობი ცენტრი და ქორწინების სახლი, ცნობილი რესტორანი "ფუნიკულიორი", ტელეანძა და დიდი პანორამული ბორბალი.


მთის ფერდობზე მდებარეობს წმინდა დავითის ეკლესია (მამა–დავითი), იქვეა პანთეონი "მთაწმინდა", სადაც განისვენებენ საქართველოს გამოჩენილი მოღვაწეები – ცნობილი მწერლები, მეცნიერები, არტისტები, ნაციონალური გმირები.


მთაწმინდის პარკი არის საპარკო გართობებისა და ატრაქციონების საერთაშორისო ასოციაციის IAAPA - ს წევრი.

მთაწმინდის პარკი
თბილისი, მთაწმინდა
X
Distance:
Km
ძველი თბილისი
(+995 32) 249 23 23
(+995 32) 249 23 24
info@park.ge
  11:30 - 21:00
ივენთები ამ ადგილას
There are no events now