ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი გაიხსნათბილისში 1984 წელს, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის თეატრის მუზეუმის ბაზაზე. ექსპოზიციის საფუძვლად იქცა მექანიკური მუსიკალური საკრავების კოლექცია, შეგროვილი არკადი რევაზიშვილის მიერ. 1984 წელს ის საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი მუზეუმი.


მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილიაქართული ხალხური, აღმოსავლური და ევროპული მექანიკური და კლასიკური მუსიკალური საკრავები, არღნების კოლექცია, ქართული ხალხური მუსიკის ხელნაწერი სანოტო მასალები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ფონო-ფოტო მასალა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, XX ს-ის დასაწყისში გრამფირფიტაზე ჩაწერილი ქართული ხალხური და აღმოსავლური სიმღერები.


მუზეუმში ტარდება მუსიკისა და პოეზიის საღამოები, გამოფენები დაეთნომუსიკოლოგიური შეხვედრები.ასევე მუზეუმთან არსებობს ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "მჭელი".

ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმი
თბილისი, სამღებროს 6
X
Distance:
Km
თავისუფლების მოედანი
ძველი თბილისი
(+995 32) 2 24 57 72
(+995 32) 2 45 77 20
  11:00 - 18:00
ივენთები ამ ადგილას
There are no events now
თაბუკაშვილის ქუჩა 35
ჭავჭავაძის 7
ერეკლე II 8/10
კოტე აფხაზის ქუჩა