ზაქარია ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი გაიხსნა 1851 წელს თავისუფლების მოედანზე. ეს იყო პირველი თეატრი სამხრეთ კავკასიაში და უდიდესი საქართველოში.


1874 წელს, ხანძრის შედეგად შენობა განადგურდა, დაიწვა ყველაფერი: დეკორაციები, რეკვიზიტები, კოსტუმები, ინსტრუმენტები, მუსიკალური ჩანაწერები.


22 წლის შემდეგ 1896 წელს თეატრმა მუშაობა განაახლა ახალ შენობაში რუსთაველის გამზირზე. ულამაზესი ნაგებობა ფსევდო-მავრული სტილის თაღებით, სვეტებითა და აღმოსავლური ორნამენტებით აშენებულია არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის პროექტის მიხედვით.


1937 წელს თეატრს კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის სახელი მიენიჭა.


თეატრის სცენაზე არაერთხელ გამოსულან მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები, ვოკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების ოსტატები. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყეს თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა ვახტანგ ჭაბუკიანმა, ნიკოლოზ ცისკარიძემ, ნინო ანანიაშვილმა, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის დამფუძნებლებმა ნინო რამიშვილმა და ილია სუხიშვილმა. სწორედ აქ ჩაუტარდა ფიოდორ შალიაპინს ვოკალის პირველი გაკვეთილები.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისი, რუსთაველის 25
X
Distance:
Km
თავისუფლების მოედანი
ძველი თბილისი
ივენთები ამ ადგილას