1
      საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაარსდა 1941 წელს. მაშინ წიგნადი ფონდი 2000 ბეჭდურ ერთეულს აღწევდა. ძირითადი ფონდის ჩამოყალიბება დაიწყო 1948 წლიდან. 1949 წელს ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა ვ. უზნაძე, რომლის მთავარი საზრუნავი წიგნების ფონდის გაზრდა და ბიბლიოთეკის შიდა სტრუქტურის ჩამოყალიბება იყო. ამ დროისათვის ბიბლიოთეკის წიგნების ფონდი უკვე 400 000 ბეჭდურ ერთეულს შეიცავდა. დაგროვდა მეცნიერების თითქმის ყველა დარგის ლიტერატურა.
     
    1955 წლიდან ბიბლიოთეკამ კავშირი დაამყარა ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნების ათასზე მეტ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასა და გამომცემლობასთან.სხვადასხვა დროს ბიბლიოთეკამ ანდერძით ან შესყიდვით მიიღო ცნობილი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების – ექვთიმე თაყაიშვილის, ვ. ბერიძის, ს. ნარიკაშვილის, ვ. ვორონინის, ა. ბაიკოვის, მ. პოლიევკტოვის, გ. ლომთათიძის, ნ.ლორთქიფანიძის, ძმები ი. და ვ. ასლანიშვილების და სხვ. – პირადი ბიბლიოთეკები. პოეტმა–აკადემიკოსმა იოსებ გრიშაშვილმა სახელმწიფოს უანდერძა ასიათასტომიანი ბიბლიოთეკა–მუზეუმი, რომელიც მრავალ იშვიათ გამოცემას შეიცავს. ი. გრიშაშვილის სახლ–მუზეუმიც დღეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შემადგენლობაშია.
     
    ამჟამად ს. ს. ი. პ. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოს უდიდესი ბიბლიოთეკაა, რომლის წიგნების ფონდი 3,5 მილიონს აღწევს, აქედან 600 ათასზე მეტი უცხოური გამოცემაა, 2 მილიონ პერიოდულ გამოცემას, უნივერსალური პროფილის სამეცნიერო, ძირითადად ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგების ლიტერატურას. რარიტეტისა და კოლექციების ფონდი მოიცავს 22635 ბეჭდურ ერთეულს. აქ დაცულია არაერთი გამოჩენილი მეცნიერისა თუ საზოგადო მოღვაწის პირადი ბიბლიოთეკა, აგრეთვე, მრავალი რარიტეტული გამოცემა, მათ შორის ისეთებიც, რომელთა მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარია შემორჩენილი. ვატიკანის ბიბლიოთეკიდან მიღებულია ვ. კორბოს წიგნი, რომელშიც აღწერილია V-VI სს. ქართული მონასტრის ნაშთები; ოქსფორდის უნივერსიტეტიდან მიღებულია X საუკუნის ხელნაწერის – ბერთის სახარების მიკროფილმი; აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკიდან მიღებულია IX-XI საუკუნეების ე.წ. სინური და იერუსალიმური ქართული ხელნაწერების მიკროფილმები. ბიბლიოთეკის ფონდში ინახება "ვეფხისტყაოსანი"ს ყველა ქართული გამოცემა და თარგმანი და ბევრი სხვა უნიკალური გამოცემა. ბიბლიოთეკაში დაცულია XVIII-XIX საუკუნეებში გამოცემული უნიკალური ქართული წიგნები.

    21-ე საუკუნის სამეცნიერო ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნების საცავი და მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზების წვდომის ადგილი, არამედ ინფორმაციის აქტიური ძიების, სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, შემოქმედების, სწავლებისა და მსჯელობის ხელშეწყობის სივრცეა.

     

    ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
    პარკინგი
    თბილისი, მ. ალექსიძის II შესახვევი N3
    X
    Distance:
    Km
    რუსთაველი
    ვერა
    (+995 032) 2 98 95 36
    (+995 032) 2 33 53 05
    (+995 032) 2 21 27 68
      10:00 - 18:00
    ივენთები ამ ადგილას
    There are no events now
    კოსტავას 37ა
    ქიაჩელის 28
    სიონის ქუჩა, 13/40