Art
KOLGA TBILISI PHOTO 2015


  FEELCITY 

"Kolga Tbilisi Photo 2015" - ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოგრაფიის კონკურსია მსოფლიოს ახალგაზრდა და ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის. კონკურსი უკვე მე-14ჯერ ტარდება.


კონკურსის ფარგლებში ყველა მსურველს საშუალება ექნება ეწვიონ მონაწილეების გამოფენებს და გაეცნონ როგორც სახელგანთქმული კლასიკოსი ფოტოგრაფების ნამუშევრებს, ასევე თანამედროვე ავტორების ხელოვნებას. გარდა ამისა, რამდენიმე დღის განმავლობაში, აშშ და ევროპის პროფესიონალი ფოტოგრაფები გამართავენ საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებს, უფასო ვორქშოფებსა და სემინარებს.




"Kolga Award"-ის დაჯილდოების ცერემონიალზე კონკურსში გამარჯვებულს, ტრადიციისამებრ, გადაეცემა მე-19 საუკუნის ბოლოს მოღვაწე მხატვრის და პირველი ქართველი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზი, ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის.


"Kolga Tbilisi Photo 2015" კონკურსის მონაწილეები დაჯილდოვდებიან 5 ნომინაციაში: "დოკუმენტური ფილმი", "რეპორტაჟი", "კონცეპტუალური ფოტოპროექტი", "ერთი კადრი" და "მობილური ფოტო» (ჯეოსელი). კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 6000 აშშ დოლარს.


KOLGA TBILISI PHOTO 2015:


1 მაისი, 20:00 -  Rooms Hotel Tbilisi  - ფოტოკონკურსი "Kolga Tbilisi Photo 2015" გახსნა და დაჯილდოების ცერემონიალი: წლის საუკეთესო ფოტოების გამოფენა.


2 მაისი:


KOLGA TBILISI PHOTO 2015   ქარვასლა


KOLGA TBILISI PHOTO 2015   ხელოვნების მუზეუმი


3 მაისი:


KOLGA TBILISI PHOTO 2015   საქართველოს ისტორიის მუზეუმი


KOLGA TBILISI PHOTO 2015   MoMA Tbilisi


4 მაისი:


KOLGA TBILISI PHOTO 2015   TBC ART- გალერეა


5 მაისი


KOLGA TBILISI PHOTO 2015  ლიტერატურის მუზეუმი






FACEBOOK - https://www.facebook.com/pages/KOLGA-TBILISI-PHOTO/211901708930035?&event_action_context[ref]=105 




FEELCITY
26.04.2015
1713